Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებისა და ბორჯომში დასაქმებულთა აქცია თბილისში გადაიდო – პრემიერის განცხადების საპასუხოდ, გაფიცულები მოლაპარაკების მაგიდას უბრუნდებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც „ბორჯომსა“ და მის თანამშრომლებს ჰქონდათ შექმნილი ოპერირებაში, მართვასა და ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი და მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გახდება ამ საწარმოს თანამფლობელი, მთავრობა უფრო აქტიურად ჩაერთვება  ყველა პრობლემის მოაგვარებაში, რის შედეგადაც, ,,ბორჯომის” არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სიმართლის გარეშე, პროფკავშირებისა და ბორჯომში გაფიცული დასაქმებულების თბილისში დაგეგმილი აქცია გადაიდო.

პროფკავშირები გაფიცულ თანამშრომლებთან ერთად  მოლაპარაკებების პროცესს უბრუნდებიან.

პრემიერის განცხადება სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე : ?

https://www.interpressnews.ge/ka/article/714978-premieris-gancxadebit-mtavroba-im-jgupis-akcioneri-xdeba-romelic-borjomis-karxnis-mepatronea

ბორჯომის ქარხნის თანამშრომელთა და პროფკავშირების   პოზიცია  შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: ?

https://fb.watch/dCZ3RbfaI5/

დღეს, ბორჯომის ქარხნის წინ, პროფკავშირებისა და ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვის მეთხუთმეტე დღეა. გაფიცულების მოთხოვნები უცვლელია, თუმცა ახლა დასაქმებულები იმედიანად ელოდებიან იმ განცხადების შედეგს, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.