Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მოლაპარაკებები დაიწყო – პროფკავშირები „რუსთავის ფოლადის“ გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და იურიდიულ დახმარებას უწევენ

პროფკავშირები მესამე დღეა რუსთავში, გაფიცულ „რუსთავის ფოლადის” თანამშრომლებთან იმყოფებიან და სოლიდარობას უცხადებენ. დღეს დასაქმებულთათვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად პროფკავშირების გაერთიანების იურისტი ჩავიდა.

ამ წუთებში, დამსაქმებელთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. გაფიცულებმა 6 კაციანი ჯგუფი თავად შეარჩიეს. მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავაც.

სორტულ საამქროში დასაქმებულები, ხელფასის 30 პროცენტით გაზრდას და ე.წ. მე-13 ხელფასის დაწესებას მოითხოვენ.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.