Search
Close this search box.
Search
Close this search box.

გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს

ძვირფასო მასწავლებლებო!

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, თითოეული პროფკავშირის წევრის სახელით, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.

გისურვებთ თქვენი უმნიშნელოვანესი ფუნქციის ღირსეულად შესრულებას, მაღალი სტანდარტის შრომის პირობებს, ღვაწლის დაფასებას და წარმატებული თაობების აღზრდას ქვეყნის საკეთილდღეოდ, რისი საფუძველიც მათთვის სწორედ კარგი განათლების მიცემაა.

გილოცავთ და გისურვებთ ერზე, სამშობლოზე უანგაროდ მზრუნველი, მეგობრობისა და სიყვარულის გრძნობით აღსავსე მართალი თაობების აღზრდას.

შეგახსენებთ,5 ოქტომბერი მასწავლებელთა მსოფლიო დღედ იუნესკომ 1994 წელს გამოაცხადა,რადგან 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია ,,მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“–ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა მასწავლებელთა შრომის პირობებს.

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.