Search
Close this search box.
Search
Close this search box.

IMPAQ International-ის დელეგაციამ და პროფკავშირების გაერთიანებამ შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერებაზე იმსჯელეს

IMPAQ International-ის დელეგაცია საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარეს და გაერთიანების დარგობრივ ლიდერებს შეხვდა. შეხვედრა ამერიკული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. აღსანიშნავია, რომ IMPAQ International ამერიკის შრომის დეპარტამენტის მხარდაჭერით ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს საქართველოში – რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულება მისივე სახელწოდებაშია ახსნილი – “შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გაძლიერება” .

შეხვედრაზე განიხილეს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ბოლო პერიოდში პროფკავშირების მიერ ინიცირებული ცვლილებები – რომელიც შრომის უსაფრთხოების კანონში აისახა და ამ ცვლილებების იმპლემენტაციის პრობლემები. ისაუბრეს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების სტატისტიკაზე. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე შრომის უსაფრთხოების და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.

 

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.