Search
Close this search box.
Search
Close this search box.

კიდევ ერთი გამარჯვება პროფკავშირების ანგარიშზე

სამშენებლო კომპანია ,,დელუქს დეველოპმენტმა“ ს. კ. დეკრეტული შვებულების დამთავრებიდან მეორე დღესვე, ყოველგვარი მიზეზისა და დასაბუთების გარეშე გაანთავისუფლა სამსახურიდან. ამასთან, მას არ აუნაზღაურეს არც გამოუყენებელი შვებულების თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა კომპენსაციის 15 000 ლარის და გამოუყენებელი შვებულების თანხის – 2500 ლარის (ჯამში 17 500 ლარის) გადახდა.

საქმის განხილვაში აქტიურად იყო ჩართული აგრარული მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, ხოლო ს. კ-ს ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახური.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.