Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების ევროპის რეგიონული საბჭო – სხდომას მართავს

შეხვედრა გლობალურ გამოწვევებს ეხება. მთავარი განსახილველი საკითხი კოვიდ 19–ის პანდემია და მისი დაძლევის გზებია, მათ შორის ვაქცინაციის საკითხი და ტესტირება. შეხვედრას ევროპის პროფკავშირების საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი უძღვება. საუბარი ეხება ევროკავშირის დღის წესრიგს, მათ შორის პანდემიისგან მოყენებული ზარალის “აღდგენის შესაძლებლობებს“ – რაზეც აქცენტი ლუკა ვისენტინიმ გააკეთა, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის პან–ევროპული რეგიონული საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
 
 
კონფერენციის მონაწილეებს მიმართა შარან ბაროუმ, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა და პროფკავშირების 2021 წლის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იმსჯელა შრომის უსაფრთხოებაზე, როგორც ფუნდამენტურ უფლებაზე, კოვიდზე, როგორც პროფესიულ დაავადებაზე და შეღავათებზე, რითაც დაავადებულებმა უნდა ისარგებლონ.
 
 
ირაკლი პეტრიაშვილმა საკუთარ მიმართვაში აქცენტი პანდემიასა და მის შედეგებზე გაამახვილა, აღნიშნა რომ მსოფლიოს არაერთ რეგიონში უსამართლო გარემო შეიქმნა, რადგან ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ჯერ კიდევ არ დაწყებული, ამას გარდა პრობლემატურ საკითხად რჩება ტესტირება, რომელიც ხშირად არ არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით მათთვის ვისაც იგი პირადი მიზნების განსახორციელებლად (საზღვრის კვეთის, გადაადგილების და ა.შ.) სჭირდება.
 
 
თუ ევროპელი ლიდერები ავრცელებენ მოწოდებებს ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს ღარიბი ქვეყნებისთვისაც – ევროპის პროფკავშირების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა მიმართა მსოფლიო პროფკავშირებს, ძალისხმევა მოახდინონ, რათა ეს საკითხი დროულად იქნეს უზრუნველყოფილი და მკაცრად გაკონტროლებული. აღსანიშნავია, რომ მას მხარი დაუჭირა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციამ, ევროპის პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა ლუკა ვინზენტინიმ დავალება მიიღო ევროკავშირში დააყენოს ეს საკითხი.
 
 
საუბარი შეეხო, თანხის განკარგვის კონტროლსაც, რომელიც ევროკავშირის მიერ იქნა გამოყოფილი საქართველოსთვის. საუბარია 183 მილიონ ევროზე მოკლე და სწრაფი საჭიროებებისთვის და 150 მლნ. ევროზე, რომელიც გათვალისწინებულია კოვიდის შემდგომი რეაბილიტაციისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ა.შ. ხაზგასმით ითქვა, რომ პროფკავშირებმა საქართველოს ხელისუფლებასთან და ევროპულმა პროფკავშირებმა ევროკავშირთან ერთობლივად, მკაცრად უნდა გააკონტროლონ, რათა მოკლე და სწრაფ საჭიროებებში გათვალისწინებული იყოს არაფორმალური დასაქმების და იმ ადამიანების მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც პანდემიამ დააზარალა, უმუშევრად და შემოსავლისა და საარსებო წყაროების გარეშე დატოვა.
 
 
ირაკლი პეტრიაშვილმა გააჟღერა საკითხი, რომ კოვიდ-19-ს, როგორც პროფესიულ დაავადებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს და მოხდეს ამ საკითხის ლობირება და დამატება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ ოთხ ფუნდამენტურ უფლებასთან, (1. გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების ეფექტურობის აღიარების უფლება, 2. იძულებითი და სავალდებულო შრომის ლიკვიდაცია, 3. ბავშვთა შრომის აღმოფხვრა, 4. დასაქმებასთან და პროფკავშირებთან დაკავშირებული დისკრიმინაციის აღმოფხვრა,) რომლებზე პასუხსაც შსო და გაერო სთხოვს მთავრობებს მთელს მსოფლიოში. პეტრიაშვილის ინიციატივით ამ უფლებებს უნდა დაემატოს მე-5 – შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე – როგორც ფუნდამენტური უფლება. იგი გამოძახილია სამსახურებში გადადების, დაინფიცირების უამრავ ფაქტიდან, რადგან ნათლად ჩანს რომ ე.წ. ლოქდაუნის, ჩაკეტვის პირობებში პანდემია იკლებს, მაშინ კი როდესაც ადამიანები დასაქმების ადგილებზე მუშაობენ პანდემია მძლავრდება, ეს ნიშნავს რომ კოვიდი გარკვეულწილად პროფესიული დაავადებაა და დამსაქმებლებმა მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინონ და დაუთმონ შრომის უსაფრთხოებასა და ჯანდაცვას სამუშაო ადგილებზე.
 
 
პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ასეთ კრიზისულ პერიოდებში, პოლიტიკური და განსაკუთრებით მემარჯვენე უპასუხისმგებლო იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსები იწევენ წინ დემაგოგიური და პოპულისტური გამოსვლებით. სახელმწიფოებს, რომ ჰქონოდათ მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა და სოციალური დაცვის ფონდები და მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების იგნორირება არ მომხდარიყო, არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო უფრო იოლად გადაიტანდა პანდემიის პერიოდს, რომელსაც თან ახლავს სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე და პრობლემები – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით შექმნილმა მდგომარეობამ შესაძლოა დაგვაკარგინოს ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც მივიღეთ შრომის კოდექსში ცვლილებებთან და შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.