Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა სამართლებრივი დავა მოიგო – მოსარჩელე 228 254 ლარს მიიღებს

პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთი საქმე მოიგო – დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ს.კ.-ს სარჩელი და მოპასუხეს ერთ-ერთ კერძო კომპანიას დააკისრა წლების განმავლობაში დაგროვებული სახელფასო დავალიანების 141 645 ლარის და ხელფასის დაგვიანებისთვის პირგასამტეხლოს – 86 609 ლარის გადახდა, რაც ჯამში 228 254 ლარს შეადგენს.

მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული იყო 7 წლის განმავლობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში დამსაქმებელი დასაქმებულს ხელფასს ან დაგვიანებით უხდიდა ან არასრულად. ამასთანავე, გამუდმებით აძლევდა ცრუ დაპირებებს, რომ აუნაზღაურებდა დავალიანებას.

სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია დამსაქმებლის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და სრულად დააკმაყოფილა მოთხოვნები სახელფასო დავალიანებისა და დაგვიანების პირგასამტეხლოს თაობაზე.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავენ პროფკავშირების გაერთიანების იურისტები – თამარ გაბისონია და თამილა გაბაიძე.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.