Search
Close this search box.
Search
Close this search box.

რაისა ლიპარტელიანის ვიზიტი კიევში

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი  მიმდინარე წლის 10-12 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში, ქალაქ კიევში.

ვიზიტის მთავარ თემას წარმოადგენდა გენდერული თანასწორობის საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. იგი დაესწრო საპარლამენტო განხილვებს აღნიშნულ თემატიკაზე, შეხვდა უკრაინის სოციალურ საკითხთა სამინისტროს, ამერიკის სოლიდარობის ცენტრის, კვლევითი ინსტიტურების, უკრაინის პროფკავშირებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

რაისა ლიპარტელიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-5 სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის სტატუსით, მოხსსენებით წარსდგა კონფერენციაზე ,,არმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გენდერული პოლიტიკები და პრაქტიკები“, სადაც მან ყურადღება გაამახვილა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის სხვადასხვა გამოვლინებებზე შრომით ურთიერთობებში, როგორიცაა ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის სხვაობა, დაბრკოლებები კარიერულ წინსვლაში, სექსუალური შევიწროება და ა.შ

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.