Search
Close this search box.
Search
Close this search box.

საქართველოს ბანკიდან უკანონოდ გათავისუფლებული ორსული კომპენსაციას მიიღებს

ქალმა, რომელიც სამსახურიდან ორსული გაათავისუფლეს, სამართლებრივი დავა მოიგო. მ.ჯ.-ს ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანება იცავდა.
 
 მ.ჯ.  „საქართველოს ბანკში“ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ოფიცრის პოზიციაზე 2017 წლიდან მუშაობდა და ვალდებულებას ყოველთვის ჯეროვნად და ხარისხიანად ასრულებდა.
 
2019 წლის 18 მარტს მ.ჯ. – მ ბანკს აცნობა, რომ იყო 18 კვირის ორსული. უშუალო ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს მანამდეც ჰქონდათ ინფორმაცია მისი ფეხმძიმობის თაობაზე, თუმცა ვინაიდან პერიოდულად სჭირდებოდა სამედიცინო გამოკლევებზე მისვლა, სამუშაო საათებში განთავისუფლების მიზნით, განცხადებით აცნობა „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელობას.
 
 განცხადების ჩაბარების შემდეგ ბანკმა მ.ჯ.-ს ზეპირსიტყვირად აცნობა, რომ ორგანიზაციაში ე.წ. „რეორგანიზაცია“ და მისი განთავისუფლება იგეგმებოდა. ამასთან, აიღეს მისი სამუშაო მაგიდა, კომპიუტერი, ყველა საჭირო ნივთი და შეუზღუდეს მუშაობის გაგრძელების საშუალება.
 
 2019 წლის 02 აპრილს მ.ჯ.-ს ჩაბარდა ბრძანება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ე.წ. რეორგანიზაციის საფუძვლით სამსახურიდან მხოლოდ მ.ჯ. გაათავისუფლეს.
 
 ქალის სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების შემდგომ პროფკავშირებმა სასამართლოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მიმართეს.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.ჯ.-ს სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და დაეკისრა კომპენსაციის გადახდა.
 
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშრების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.