Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სარემონტო კომპანია პეპელას პროფკავშირმა სასამართლო მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო შპს ,,პეპელა+” დირექტორის ბრძანება 3 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და კომპანიას ჯამში 30 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

მოსარჩელეები უვადო შრომითი ურთიერთობის ფარგლებში იყვნენ დასაქმებულები, თუმცა კომპანია, მიუხედავად შრომითი ურთიერთობის უვადობისა, მოსარჩელეებს ყოველწლიურად უფორმებდა ვადიან შრომით კონტრაქტებს. 2020 წლის 1 იანვარს შრომითი კონტრაქტების ვადის გასვლის მოტივით, დამსაქმებელმა გაანთავისუფლა მოსარჩელეები სამსახურიდან.

სასამართლომ უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნია მოპასუხის მიერ მოსარჩელეთა უვადო შრომითი ურთიერთობიდან ვადიან შრომით ურთიერთობაში გადაყვანა და დააკმაყოფილა მოსარჩელეთა სარჩელი.

მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში იცავდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე. პროცესში, ასევე აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.