Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირებმა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას სასამართლო დავა მოუგო

რვა წლიანი სამუშაო სტაჟის შემდეგ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად რეორგანიზაციის პროცესში, გასაუბრების შედეგი დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების ნაწილში, დასაქმებულმა უმაღლესი ქულები აიღო. სამსახურიდან გათვისუფლებული ყვებოდა, რომ გასაუბრების ეტაპზე დასმული კითხვები, რომელიც მის სამსახურიდან გათავისუფლებას დაუდეს საფუძვლად, მისი შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა.

ლ.რ-მ დახმარების თხოვნით პროფკავშირების გაერთიანებას მომართა. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. ლ.რ სამსახურში აღდგენას და კომპენსაციის მიღებას ითხოვდა.

პროფკავშირების გაერთიანების იურისტებმა: თამარ სურმავამ და ქეთევან ჩხაიძემ პირველივე ინსტანციაში დაამტკიცეს, რომ ლ.რ.ს სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მოხდა.

პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ იქნა გასაუბრების ოქმი, რომელიც მხოლოდ ზოგადად უთითებდა, რომ კანდიდატებს დაესვათ ერთგვაროვანი შეკითხვები და ამის საფუძველზე მოხდა მათი შეფასება/შერჩევა, თუმცა დასაბუთება შეკითხვების შინაარსის შესახებ არ არსებობდა და შეუძლებელი იყო გასაუბრების შინაარსის და მართლზომიერების დადგენა.

გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ბათილად ცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანება და ადმინისტარციულ ორგანოს საქმის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ახალი ბრძანების გამოცემა დაავალა.
პენიტენციურმა სამსახურმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის შემდგეგ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ფორმალური სახით დაიწყო. არ გამოიკვლია ის გარემოებები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებით იყო დადგენილი და იგივე გადაწყვეტილება მიიღო – კვლავ კანონიერად მიიჩნია ლ.რ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება.

გაერთიანების იურისტებმა ახალი ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გაასაჩივრეს. პირველი ინსტანციის სასამრთლომ მოსარჩელე მხარის პოზიცია, რომ ლ.რ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, სრულად გაიზიარა.

სასამართლომ ბათილად ცნო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება. მოპასუხეს მისი სამუშაოზე აღდგენა და 2020 წლის 9 ოქტომბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.