Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სემინარი გენდერულ თანასწორობასა და შრომით უფლებებზე

გენდერული თანასწორობა და შრომით უფლებები – თბილისში, სასტუმრო ლოლიტაში, სამდღიანი სემინარი მიმდინარეობს.
 
სემინარი გახსნა საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელმა, რომელმაც ისაუბრა ქალთა შრომით უფლებებზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ამ მიმართულებით.
 
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა დარგობრივი ორგანიზაციის და პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლები.
 
პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად, სემინარს უძღვებიან და ორგანიზებას უწევენ ამერიკის სოლიდარობის ცენტრი თბილისის და ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენლები.
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.