Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების გაერთიანებამ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებთან შრომით საკითხებზე შეხვედრა გამართა

პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, უკრაინულ სახლში, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს შრომის კოდექსით და იმ უფლებებით, რომელიც მათ გააჩნიათ შრომითი ურთიერთობების დროს.

რაისა ლიპარტელიანმა სემინარის მონაწილეებთან ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც შრომით ურთიერთობას ახლავს თან, მაგალითად: შრომით მიგრაციაზე, შრომით ხელშეკრულებაზე, ზეგანაკვეთურ შრომაზე და ტარიფებზე, კანონმდებლობაზე, სტანდარტებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ მათი უფლებები ირღვევა ან დამსაქმებელი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლებს.

შეხვედრამ აქტიურ რეჟიმში ჩაიარა. დამსწრეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე და დაურიგდათ პროფკავშირების გაერთიანების მიერ მომზადებული საინფორმაციო წიგნები.

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0tp17tWqNFpHn2YwHXU19uV7jZ8sUAhTyD7sDtBMuzuTHU5SiQ2oSjG4GegQ9ajrJl&id=100092370244300&mibextid=2JQ9oc

მეტი ფოტო:

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0xmzte6fdZSEdH86wXX79NRdxWUc6K8TM1NdJJWBqHfbL3BYUovMHwdUkNqfBt1L5l&id=100064450943659&mibextid=2JQ9oc

 

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.