პროფკავშირებმა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას სასამართლო დავა მოუგო

რვა წლიანი სამუშაო სტაჟის შემდეგ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად რეორგანიზაციის პროცესში, გასაუბრების შედეგი დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების ნაწილში, დასაქმებულმა უმაღლესი ქულები აიღო. სამსახურიდან გათვისუფლებული ყვებოდა, რომ გასაუბრების ეტაპზე დასმული კითხვები, რომელიც მის სამსახურიდან გათავისუფლებას დაუდეს საფუძვლად, მისი შეფასების შესაძლებლობას არ იძლეოდა. ლ.რ-მ დახმარების თხოვნით პროფკავშირების გაერთიანებას მომართა. საქმემ […]
პროფკავშირებმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ მომავალი ორი წლის სამუშაო გეგმაზე იმსჯელეს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ჩართულობით, ორდღიანი სესია გაიმართა. შსო-ის მშრომელთა აქტივობების საკითხებში სპეციალისტებმა: მაგნუს ბერგემ და გოჩა ალექსანდრიამ პროფკავშირელ ლიდერებთან და წევრებთან მომავალი ორი წლის სამუშაო გეგმაზე იმსჯელეს. მათ შორის, ღირსეული შრომის სახელმწიფო საერთო პროგრამაში, სხვადასხვა მიმართულებებისა და დასაქმებულთა უფლებების გაძლიერებაზე, როგორიცაა: სოციალური დიალოგის გაუმჯობესება, შრომის უსაფრთხოება, კოლექტიური ხელშეკრულება, […]