Search
Close this search box.
Search
Close this search box.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმისა და მძღოლის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და სამსახურში აღადგინა

  2023 წლის 2 მაისს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ძმები ტ.გ. და მ.გ. სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად ნარკოტიკის მოხმარებით გამოხატული სამუშაო ვალდებულებათა უხეში დარღვევა დაასახელა. რეალურად, ნარკოლოგიური შემოწმების დღეს სამუშაოს შესრულებისას ტ.გ. და მ.გ. ფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ეს დაადასტურეს ცვლაში მათთან ერთად მომუშავე კოლეგა ექიმებმაც. გასული წლის 14 აპრილს სსიპ საგანგებო სიტუაციების […]

დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ პროგრამის – “ტრენინგის მეთოდოლოგიის და სასწავლო მასალების სახელმძღვანელოების შემუშავების შესახებ” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

 17-19 სექტემბერს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოს და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგ პროგრამის – “ტრენინგის მეთოდოლოგიის და სასწავლო მასალების სახელმძღვანელოების შემუშავების შესახებ” – დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. 2022-2024 წლის პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, გაერთიანების დარგობრივი ორგანზაციების წარმომადგენლებისა და პროფკავშირული აქტივისტების ტრენერებად მომზადება მოხდა. შეხვედრებზე აქტიურად განიხილებოდა დასაქმებულებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი […]

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დასაქმებულების ხმა ისმოდეს არამხოლოდ მათ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ, გლობალურად

საქართველოში ოფიცილური ვიზიტით მსოფლიო პროფკაშირების გენერალური მდივანი, ლუკ ტრიანგლი ჩამოვიდა. ტრიანგლიმ მაღალი დონის შეხვედრები გამართა საქართველოს პროფკავშირების ლიდერებთან, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, პროფკავშირების წევრ დასაქმებულებთან, ქალთა და ახალგაზრდულ კომიტეტებთან და მედიისთვის შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.   Შეხვედრებზე მსოფლიო პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ მიმოიხილეს საქართველოსა და მსოფლიოს შრომითი ბაზარი, […]

პროფკავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა თემაზე: “ევროინტეგრაციის გავლენა შრომით ურთიერთობებზე” გაიმართა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დანიის პროფკავშირების გატარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქობულეთში, გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე: “ევროინტეგრაციის გავლენა შრომით ურთიერთობებზე”. განხილვის მთავარი თემა ევროინტეგრაციის მნიშვნელობა, დასაქმებული ადამიანების შრომით ურთიერთობებსა და შრომითი უფლებების მდგომარეობაზე მისი გავლენა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შედეგად საქართველოს შრომით კანონმდებლობაში განხორცილებული და განსახორციელებელი ცვლილებები იყო. პროფკავშირელმა ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებთან […]

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდურ თანხებს გადაუხდის

პროფკავშირების ჩართულობით, სასამართლოს წარმოების პროცესში, მხარეებმა მოლაპარაკება შეძლეს – „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდურ თანხებს გადაუხდის. გ.ო მიიღებს ხელზე ასაღებ 22 358.79, ხოლო გ.ტ ხელზე ასაღებ 16 740.90 ლარს. 2023 წლის 9 აგვისტოს, შიდა მონიტორინგის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლების მიერ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დასაქმებულთა ნაწილი, მათ შორის, გ.ტ და გ.ო. უნდა შემოწმებულიყო. […]

სასამართლომ ლაგოდეხის მერიის ბრძანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის გათავისუფლების თაობაზე ბათილად ცნო

ლაგოდეხის მერმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის (რომელიც მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ფუნქციონირებს) დირექტორი სამსახურიდან დაითხოვა და მის ნაცვლად, გათავისუფლებულის ყოფილი მძღოლი დანიშნა. (ბრძანება 12.11.2021წ. გამოიცა). ამასთან, დასაქმებულს არც კუთვნილი ხელფასი გადაუხადა. ყოფილი დირექტორის განცხადებით, მერმა ჯერ განცხადების დაწერა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მოკვლევის საფუძველზე მოვალეობათა უხეში დარღვევის მიზეზით ბრძანება ოფიციალურად ჩააბარა. გათავისუფლებული […]

სასამართლომ მომსახურების ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებად ცნო – პროფკავშირებმა ,,ბიუ-ბიუს” დავა სამივე ინსტანციაში მოუგო

უზენაესმა სასამართლომ ,,ჯეო დისტრებუშენ გრუპის” მიერ ,,ბიუ-ბიუს” სავაჭრო ობიექტზე გამყიდველის პოზიციაზე მომუშავე უკანონოდ გათავისუფლებული პირების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო დავა კიდევ ერთხელ დასაქმებულთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. უფრო მეტიც, სასამართლომ, მომსახურების ხელშეკრულება შრომით ხელშეკრულებად დააკვალიფიცირა და კომპანიას სახელფასო დავალიანების, ანგარიშსწორების დაყოვნების  გამო პირგასამტეხლოს, განაცდურისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. როდესაც ,,ბიუ-ბიუს” სავაჭრო ობიექტზე გამყიდველის პოზიციაზე მომუშავე პირები […]

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ გაფიცვის პარალელურად პროფკავშირმა ორი სასამართლო დავა მოიგო

„ევოლუშენ ჯორჯიაში“ გაფიცვის პარალელურად პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა  ორი სასამართლო დავა მოიგო. ერთ შემთხვევაში, კომპანიამ უკვე მესამედ წააგო საკუთარ დასაქმებულთან დავა – უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე, რომელშიც დამსაქმებელი შრომის კანონმდებლობის გვერდის ავლით ურეგულირებდა დასაქმებულს სამუშაო დროსა და შვებულებით სარგებლობის წინაპირობებს, უცხადებდა საყვედურებს და ამით სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას დამატებითი შემოსავლის […]

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმდჯდომარემ ევოლუშენის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობა გამოუცხადა

ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმებულებთან სოლიდარობის ძალაზე ისაუბრა და ამ ბრძოლაში პროფკავშირებთან ერთად წარმატებები და გამარჯვება უსურვა! სოლიდარობის ნიშნად ადგილზე მივიდნენ გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებიც! იქნება სოლიდარობა? ყველაფერი გამოვა!

პროფკავშირებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით ქვეყნის ღირსული შრომის პროგრამის მნიშვნელობაზე მსჯელობა მიმდინარეობს

პროფკავშირებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანიზებით, თოთხმეტამდე ქვეყნის პროფკავშირელ ლიდერებთან ერთად, ქვეყნის ღირსული შრომის პროგრამის მნიშვნელობაზე მსჯელობა მიმდინარეობს. კონფერენციის დროის დიდი ნაწილი ქვეყნების მაგალითების განხილვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში პროფკავშირების ჩართულობის მნიშვნელობას დაეთმო – როგორ უნდა მოხდეს შრომის საერთაშორისო კონვენციებისა და ვალდებულებების იმპლემენტაცია შრომის ბაზრის გამოწვევების გადასაჭრელად. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელმა, მაგნუს […]

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.